საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება საზოგადოებას – რა შეტყობინებებს იღებენ მოქალქეები და რა უნდა იცოდეთ, თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდეთ
დღევანდელ დღეს თაღლითებისთვის ყველაზე ადვილად მისაწვდომ და მიმზიდველ სამიზნეს სწორედ ინტერნეტმომხმარებლები წარმოადგენენ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ თაღლითობის თვალსაზრისით ახალი სახის რისკები წარმოქმნა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა დაცვის მექანიზმი, ადამიანები მაინც მომენტალურად ე.წ. ფიშინგის მსხვერპლნი ხდებიან.
თემა მუდმივად აქტუალურია, თავდაცვის მექანიზმებით კი შემუშავებული, თუმცა ამბავი, რომელზეც დღეს გიყვებით, ახალ, თანამედროვე და დახვეწილი სქემის დეტალებს მოიცავს.
როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე ამბობს, საქართველოში ჰაკერული შეტევები საკმაოდ გახშირდა. თავდაცვის საუკეთესო მექანიზმი კი ინფორმაციული თავდაცვაა, უცნაურ ლინკებზე არგადასვლა და სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისგან თავშეკავება.
წყარო: tia.ge