11 წლის ბიჭის შესახებ, რომელსაც თბილისში, მე-10 სართულიდან მეზობლის მიერ ნასროლი სკამი მოხვდა, ახალი ინფორმაცია ვრცელდება -"1 თვეზე მეტია კლინიკაში იმყოფება"
11 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელიც თბილისში, მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამით მიღებული მრავალი დაზიანებების გამო 1 თვეზე მეტია კლინიკაში იმყოფება, საზოგადოების თანადგომა ესაჭიროება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, რეაბილიტაცია, სპეციალური კვება და კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც მისი ძველი ვიზუალის აღდგენას ემსახურება.
"მან იბრძოლა სიცოცხლისთვის და გადარჩა, ახლა ოჯახი იბრძვის, რომ წაშლილი მეხსიერება დაუბრუნოს, რომ ყველაფერი თავიდან ისწავლოს, ყველა გაიხსენოს და ცხოვრება ხელახლა დაიწყოს!
მაშინ მთელი საქართველო გაერთიანდა და ვატოსთვის ლოცულობდა. დედა ღვთისმშობლის შობის დღეს, უფლის წყალობით, ოჯახმა ვატო მეორედ მიიღო საჩუქრად, მას შემდეგ კი მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
ვატოს წინ დიდი გზა აქვს - მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, რეაბილიტაცია, სპეციალური კვება და კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც მისი ძველი ვიზუალის აღდგენას ემსახურება.
ოჯახმა ყველაფერი გაიღო ვატოსთვის და ახლა თქვენი თანადგომა ყველაზე ძალიან სჭირდებათ
გთხოვთ, ვისაც შეგვიძლია დავუდგეთ მხარში პატარა ვატო ნარსავიძეს და ხელი შევუწყოთ მალევე დაუბრუნდეს ჯანსაღად და ჯანმრთელად თავის რეალურ ცხოვრებას!
სიკეთე არასდროს დაგეკარგებათ!
ვატომ უამრავი ადამიანი სულიერად გააერთიანა. ის აფხაზეთიდანაა და მისმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი ძალა აქვს ერთიანობას.
ანგარიშები:
სქართველო ბანკი:
#GE55BG0000000533934768
TBC ბანკი:
#GE70TB7445045064300101
მიმღები:
თ. ქანთარია - ვატოს დედა
პირადი ნომერი:
#42201042660
კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ ვატოსთვის, გთხოვთ!
გფარავდეთ უფალი!" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



