დავიმსახურე, რომ ასეთი ყოფილი მყავს... მე და ლუკა 5 წელია ერთად ვართ, ასე კარგად არც ერთ ურთიერთობაში არ ვყოფილვარ...
მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა "სარკასტიკაში" ყოფილ მეუღლეზე - ბექა ხოფერიაზე და მის ნაჩუქარ ნივთებზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს, ასევე, ახალ ურთიერთობაზე, რომელიც უკვე, მისივე თქმით, 5 წელია გრძელდება.
ყოფილი მეუღლის საჩუქრები
- ახალაშენებული სახლი, რომელიც ცენტრშია, ჩემი არ არის, ჩემი შვილის სახლია. ბექამ აჩუქა ჩემს შვილს. მე რუსთაველზე ვცხოვრობ, ჩემს სახლში. ის სახლი ნინასია. მე მანქანა მაჩუქა. ესეც ნინას დამსახურებაა... მანქანა გამიფუჭდა და ფაქტობრივად აღარ მყავდა. იმისთვის მიკეთებს მე ყველაფერს, რომ თავისი შვილი იყოს კომფორტში... ძალიან სწორადაც იქცევა, ყველა თავის დანაშაულებს ასწორებს... ეგ დავიმსახურე ჩემი კარგი ცხოვრებით, რომ ასეთი ყოფილი მყავს!.. სხვათა შორის, მე და ნინას საახალწლოდ ბექამ Cartier-ის ბეჭდები გვაჩუქა.
ბექას ქორწილში, რომელზეც შემდეგ საუბრობდნენ, მისმა ცოლმა დამპატიჟა... ქორწილი იყო იტალიაში და ძალიან უნდოდათ, რომ ნინა წასულიყო და მეც მითხრეს, რომ ძალიან გაგვიხარდება, თუ შენც იქნებიო. სოფო მართლა ის ადამიანია, რომელმაც ბექასა და ნინას ურთიერთობა დაალაგა. ზოგადად, ყველასთან ურთიერთობის დალაგებაში დიდი წვლილი მიუძღვის... მე და ბექას წლების განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. სოფოს დამსახურებაა, სხვათა შორის, რომ ეს ურთიერთობა გამოსწორდა.
მაშინ ძალიან პატარები ვიყავით... 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი... ღმერთო, რა პატარა ვიყავი! რამ გამათხოვა 18 წლის ასაკში! შვილი რომ არა, ალბათ, ურთიერთობაც აღარ მექნებოდა ბექასთან და საერთოდ კონტაქტიც აღარ გვექნებოდა.
ახალი ურთიერთობა...
...მე და ლუკა ხუთი წელია ერთად ვართ. არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა. ქორწინებას ჯერ არ ვგეგმავთ, ძალიან კარგად ვართ ასე. მომწონს ჩვენი ურთიერთობა და ასე კარგად ჯერ არც ერთ ურთიერთობაში არ ვყოფილვარ.



