რეკლამა
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ" - ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ" - ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს » დროული ინფორმაცია "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ" - ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ" - ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

10-11-2026
3 570
Aa

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო.

ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

FACEBOOK კომენტარები