რეკლამა
რას წერდა ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპული ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე შვილებს უკანასკნელ დღეებში? რას წერდა ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპული ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე შვილებს უკანასკნელ დღეებში? » დროული ინფორმაცია რას წერდა ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპული ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე შვილებს უკანასკნელ დღეებში?

რას წერდა ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპული ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე შვილებს უკანასკნელ დღეებში?

21-11-2026
4 182
Aa

სამი წლის თაიას უკვე მთელი საქართველო იცნობს. ის ერთადერთია, რომელიც 19 ნოემბერს ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს… პატარა ჯერ ისევ კლინიკაში, ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ნინო ჭელიძე თაიას დედაა. ის და მისი ქალიშვილი, შვიდი წლის ნუცა ფხალაძე, ექვს გარდაცვლილს შორის არიან.

უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ფეისბუქზე, ნინო ჭელიძემ უფროსი შვილების ძველი ვიდეო გააზიარა წარწერით: “ვიცი გაგიჟდებიან რომ ნახავენ, მაგრამ მომენატრა ეს დრო.”

31 ოქტომბერს კი, უფროს ქალიშვილს, მარიტა ფახალაძეს უკანასკნელად მიულოცა დაბადების დღე.

“14 წელია ბრწყინავ და ანათებ, ჩემო ანგელოზო. დედის დალოცვა ყველაზე ძლიერია და გლოცავ მთელი გულით, ჩემო პატარავ, იბრწყინე კიდევ მრავალი წელი, იყავი ჯანმრთელი, წარმატებული და ბედნიერი. ჩემო ჭკვიანო გოგო.”

FACEBOOK კომენტარები