27 წლის ქალი სავარაუდოდ, დედამთილმა მოკლა - მედიაში სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი ვირუსულად ვრცელდება
მექსიკაში, 27 წლის ქალი სავარაუდოდ, დედამთილმა მოკლა - მედიაში სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი ვირუსულად ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ საუბრობენ კაროლინა ფლორეს გომესი და მისი დედამთილი, რის შემდეგაც ორივე ოთახიდან გადის, ამის შემდეგ კი კადრში სროლის ხმა და კივილი ისმის.
კადრში ასევე ჩანს, გარდაცვლილი ქალის ქმარი, რომელიც სროლის შემდეგ ოთახში ბავშვით ხელში შედის და ყვირის: "რა ჩაიდინე, დედა?!"
"არაფერი. მან გამაბრაზა... შენ ჩემი ხარ. მან შენი თავი წამართვა", - ამბობს კაცის დედა.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 15 აპრილს მოხდა, მაგრამ მოკლული ქალის ქმარმა პოლიციას მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინა.
კაროლინა ფლორეს გომესი 2017 წელს "მის მსოფლიო თინეიჯერის" კონკურსის გამაჯრვებული გახდა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



