"სვანური სილამაზის ზეიმი“ - ვინ არის მატილდა გვარლიანის ძმა და როგორია მათი ცხოვრება

29-08-2024
354
Aa

ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა.

ახალგაზრდა მოდელი ძმასთან ერთადაც ხშირად პოზირებს და მასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებსაც აქვეყნებს. „საოცარი გოგო-ბიჭი“, „ყველაზე ლამაზი და-ძმა“, „სილამაზის ზეიმი“ - წერენ გულშემატკივრები. როგორც აღმოჩნდა, დავით გვარლიანი წარმატებული დის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, თუმცა თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არც თავად უჩივის. მატილდა და დავითი გარეგნობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათიც მსგავსი აქვთ. 

ამჯერად მატილდა ძმას დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს ერთადერთ ძმას. გაგვიმართლა, რომ გვყავხარ ცხოვრებაში. ძალიან მიყვარხარ", - წერს მოდელი. 

FACEBOOK კომენტარები