“2 თვის წინ ჰქონდა ქორწილი…” – რას ჰყვებიან სარკინიგზო ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ახლობლები?
3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა “საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ლაშა ცაგარეიშვილია.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას 2 თვის წინ ჰქონდა ქორწილი.
“აი, ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა-დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. გული მეწვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას. საწყალი ბიჭი, 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გია ყრუაშვილი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული