გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი. ჩვენი სიყვარული კაცი აღარ არის…
19 სექტემბერს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, ანიმატორი და მხატვარი ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.
„ლადო … ჩვენი სიყვარულის კაცი … უფალმა ამყოფოს ნათელში,“ „უკარგესი და უსაყვარლესი ადამიანი! ჩემი უფროსი მეგობარი იყო! მუდამ მანუგეშებდა და გულში მიკრავდა.
ყველა შეხვედრა ღიმილით და რაიმე სასიამოვნო ისტორიით მთავრდებოდა, როგორ ხასიათზეც უნდა ყოფილიყო… ძალიან დამწყდა გული…“ – წერენ სოციალურ ქსელში რეჟისორის მეგობრები.
მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის” მულტგაერთიანებაში. გადაღებული აქვს ფილმები: “პორტრეტი” (1981), “მიწა თავისას მოითხოვს” (1983), “დიდი ტალღა და პატარა ტალღა” (1986), “მეფე და ჩიტი” (1985), “ოჩოკოჩი” (1986), “მოდის”(1988), “დიდი დავითის ჯაჭვის პერანგი” (1990), „ლეგენდა ღვინოზე” (2006), “რატომ არის ზღვა მარილიანი”, “როგორ გაჩნდა მთვარე”( 2007), “ჩიტბატონა” (2007); დოკუმენტური ფილმები: “მთაწმინდა” (1993), “თბილისური აბანოები”, “26 მაისი” (1994), ციკლი “ჩვენი ქვეყანა” (2001-2002), “გერმანული სათვისტომო” (2002)…