უმაგრესი ამბავი! - ქართველი ფეხბურთელი “ლილში” ჩაირიცხა
17 წლის ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე ქუთათელაძე კარიერას “ლილში” გააგრძელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
სანდრო თავდაპირველად “ლილის” 19-წლამდე გუნდის ღირსებას დაიცავს.
საგულისხმოა, რომ ალექსანდრე “ლილში” “მონაკოდან” გადავიდა. იქამდე 17 წლის მოთამაშე პსჟ-ს ღირსებას იცავდა.
ცნობისთვის, ალექსანდრე ცნობილი ფეხბურთელის ნიკოლოზ ქუთათელაძის ძმა გახლავთ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნიკა ახალ გუნდში 49 ნომრიან მაისურს მოირგებს.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული