,,ლიონმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რას ელოდება გიორგი მიქაუტაძე? ,,ლიონმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რას ელოდება გიორგი მიქაუტაძე? » დროული ინფორმაცია ,,ლიონმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რას ელოდება გიორგი მიქაუტაძე?

,,ლიონმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რას ელოდება გიორგი მიქაუტაძე?

05-12-2024
2 936
Aa

ფრანგულმა გამოცემამ "Lyon Foot"-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით, კლუბმა ქართველ შემტევთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია დაიკავა.

მედიაში გავრცელებული ხმების მიუხედავად, რომ მიქაუტაძის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდებოდა, "ლიონი" ქართველი ფეხბურთელის არც გაყიდვას და არც იჯარით გაშვებას გეგმავს.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, კლუბის მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი სეზონის დარჩენილ პერიოდში გიორგი მიქაუტაძის აქტიურ გამოყენებას აპირებს, რაც მის მომავალ როლზე ნათლად მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგის "ლიონთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს კლუბის გადაწყვეტილებას ქართველი ფეხბურთელის გუნდში დატოვებაზე.

FACEBOOK კომენტარები