რა უთხრა სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან თამაშამდე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა talkSPORT-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რთულია, როცა შენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რაც მას სურს. ასეთი იყო თურქეთთან და ჩეხეთთან მატჩები, მას ძალიან კარგად არ უთამაშია. პორტუგალიასთან მატჩის წინ მასთან გრძელი საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა პორტუგალიასთან, როგორც 17-18 წლის ასაკში თამაშობდა. ასევე ვუთხარი, რომ ბევრი არ იფიქრო და უბრალოდ ითამაშე. პორტუგალიასთან სრულიად ფანტასტიკური იყო“.
ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.
წყარო: CrystalSport