რატომ არ მისცეს მეტი დრო ბუდუ ზივზივაძეს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ – ფეხბურთელის პირველი კომენტარი
რატომ არ მისცეს მეტი დრო ბუდუ ზივზივაძეს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ? – ფეხბურთელის პირველი კომენტარი “შაბათის ეთერთან”.
ზივზივაძე ამბობს, რომ ყველა ფეხბურთელის სურვილია, რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა დასძენს, რომ პატივს სცემს მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ ვილი სანიოლი წყვეტს, თუ ვინ უნდა ითამაშოს მოედანზე.
ფეხბურთელი ირწმუნება, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტი დროით ართამაშის მიზეზი მისი სტატუსები არ არის.
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან საოცარი შედეგი დავაფიქსირეთ. პირველად, ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო და ჯგუფიდანაც გავედით, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მიღწევა იყო და ბიჭები ბედნიერები ვართ იმით, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანეთ და ქართულ ფეხბურთშიც კიდევ ერთი დიდი ისტორია დავწერეთ.
მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას პატივისცემით ვაფასებ, იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელი ის არის, გადაწყვეტილებებს ის იღებს და მე, როგორც ერთი რიგირთი ნაკრების წევრი, ყველა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მეც, როგორც ყველა ფეხბურთელს, მსურს, რომ რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რამდენი წუთიც მივიღე, იმ წუთებითაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.
ჩემს სტატუსებს ამაში არანაირი როლი არ მიუღია. ეგრეც რომ იყოს, მაგაში ვერავის ვერ გავყვები. მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.