ზედიზედ მეორედ - საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

19-07-2024
208
Aa

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდა, მიმდინარე ტურნირზე მეორედ 24:13 დაამარცხა და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა.

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს (გერგედავა, წულუკიძე), რასაც იტალიელებმა ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა – 12:6.

მაღალ დონეზე ჩაატარეს უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმიც. ნუგზარ ქევხიშვილმა და ლუკა კეშელავამ ორჯერ მოახერხეს მეტოქის დალელოვება და საქართველოს ნაკრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 24:6.

შეხვედრის დასრულებამდე იტალიელებმა ერთი ლელო გაქვითეს. საბოლოოდ კი ქართველებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს (24:13), ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს, შესაბამისად, ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს და მსოფლიო თასზე მომავალ წელსაც ითამაშებენ.

FACEBOOK კომენტარები