კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს » დროული ინფორმაცია კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
08-05-2026
9 159
Aa

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება - ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.

კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება. 

FACEBOOK კომენტარები