7 წლის მოსწავლე მასწავლებლებმა მსხვერპლად შესწირეს - დაკავებულია 6 პირი

28-09-2024
566
Aa

ინდოეთში, 7 წლის ბიჭის რიტუალურმა მსხვერპლშეწირვამ საზოგადოების მრისხანება გამოიწვია. ირკვევა, რომ ის, შავი მაგიის გამოყენებით, სკოლისთვის წარმატების მოსატანად, მსხვერპლად შესწირეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ჰატრასში, ცნობილ ტაჯ მაჰალთან ახლოს მოხდა. 7 წლის ბავშვი საერთო საცხოვრებელში, საკუთარ საწოლში, მოკლული იპოვეს.

პოლიციის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით სკოლის მფლობელი ჯასოდან სინგჰი, მისი ვაჟი, სკოლის დირექტორი დინეშ ბაღელი და სამი მასწავლებელი დააკავეს.

ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტულად როგორ მოკლეს 7 წლის ბასი. პოლიციის განმარტებით, ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

FACEBOOK კომენტარები