"ყველაფერს აქვს საზღვარი" - გაცხარებული ალა პუგაჩოვა არაფერს მოერიდა და პირდაპირი მიმართვა გაავრცელა

11-07-2024
952
Aa

ალა პუ­გა­ჩო­ვამ სა­ჯა­როდ დაგ­მო ოხ­მატ­დი­ტის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ბომბვა. პრი­მა­დო­ნამ ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტს, რომ ოკუ­პან­ტე­ბი ძა­ლი­ან შორს წა­ვიდ­ნენ.

8 ივ­ლისს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა კი­ევ­ზე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ოხ­მატ­დი­ტის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო მტრის ცე­ცხლის ქვეშ მო­ექ­ცა. ამ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი ალა პუ­გა­ჩო­ვა, რო­მე­ლიც სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის მხა­რეს დად­გა.

მან სა­კუ­თარ ინ­სტაგ­რამ­ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც დაგ­მო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ქმე­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, მომ­ღე­რალ­მა და­ბომ­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სის­ხლი­ა­ნი ბავ­შვის კად­რი გა­ა­ზი­ა­რა, რო­მე­ლიც ოხ­მატ­დიტ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შავ­და. ამ­რი­გად, მომ­ღე­რალ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა უკ­რა­ი­ნე­ლებს და კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ფო­ტოს წარ­წე­რა­ში მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინ­მა და მის­მა რე­ჟიმ­მა ყვე­ლა ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს და კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ღმერ­თი მომთმე­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი", - აღ­ნიშ­ნა ალა პუ­გა­ჩო­ვამ.

FACEBOOK კომენტარები