რა მდგომარეობაა ამ წუთებში სუმში - დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები

13-04-2025
1 781
Aa

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მიერ, 13 აპრილის დილით ორი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით ქალაქ სუმის დაბომბვის შესახებ ისაუბრა:

„რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული - ბალისტიკური დარტყმა სუმზე, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ბევრი ბზობის კვირას მიდიოდა ეკლესიაში, ზოგი ღვთისმსახურების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა“

მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ ეს დანაშაულებრივი თავდასხმა 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების რუსულმა ეკიპაჟებმა ვორონეჟის (ლესკის დასახლება) და კურსკის (ლეჟენკის დასახლება) რეგიონების ტერიტორიიდან განახორციელეს.

„ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველყოთ, რომ არც ერთი სამხედრო დამნაშავე - მათ შორის, ვინც ბრძანებებს გასცემდა დაუსჯელი არ დარჩეს“ - განაცხადა ბუდანოვმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა 84 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული