რას ჰყვება დედა, რომლის შვილი ახლობლის პანაშვიდზე დაჭრეს
აგლაძის ქუჩაზე ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მამაკაცი კლინიკა "გლობალ მედიში" მედიკოსების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"პირველები" ცოტა ხნის წინ დაზარალებულის დედას ესაუბრა. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
დაშავებული კაცის მშობელი წარსულში ვინმესთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. ირწმუნება, რომ მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
ცნობისთვის, სისხლიანი ანგარიშსწორება აგლაძის ქუჩაზე, გუშინ პანაშვიდზე მოხდა. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



