ჩელიაბინსკში კაშხალი ჩამოინგრა – ოლქში საგანგებო მდგომარეობა და ევაკუაცია გამოცხადდა

27-07-2024
322
Aa

ჩელიაბინსკის ოლქში, წყალსაცავის 100 მეტრიანი დამბა გასკდა. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში რაიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, დასახლებებიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და ოლქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციაა გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, კაშხლის აუზის მიმდებარედ 4 სოფელი მდებარეობს, სადაც საერთო ჯამში 188 ადამიანი ცხოვრობს.

კაშხლის დაზიანება უხვმა ნალექმა და წყლის ნაკადის ზრდამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, კაშხლის საერთო სიგრძე 500 მეტრია, ხოლო მისი საერთო მოცულობა 7.8 მილიონი კუბური მეტრი.

FACEBOOK კომენტარები