შოკოლადის კექსი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა - გვანცა დარასელია გვიზიარებს

17-10-2024
9 135
Aa

ცნობილი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში შოკოლადის კექსის რეცეპტს აქვეყნებს.

ინგრედიენტები


  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • კარაქი - 200 გ
  • მაწონი - 500 გ
  • სოდა - 1 ჩკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი
  • კაკაო - 2 სკ
  • ფქვილი - 3.5 ჭიქა
  • შავი შოკოლადი - 200 გ

მომზადების წესი

მშრალი და სველი ინგრედიენტები ცალ-ცალკე უნდა აურიოთ და შემდეგ გააერთიანოთ.

კვერცხს და შაქარს ათქვეფთ, შემდეგ დაუმატებთ გამდნარ ქარაქს და მაწონს. ასევე შეათქვეფთ დატეხილ შოკოლადს. ცალკე აურევთ ფქვილს, კაკაოს, ვანილს, სოდას და მარილს. შემდეგ ამ ორ მასას გააერთიანებთ. ზემოდან მოაყრით შოკოლადს. პატარა მაფინებს გამოაცხობთ 20 წუთი 180 გრადუსზე. დიდი ზომის კექსს კი დაახლოებით 30-40 წუთი.

FACEBOOK კომენტარები