"ვერ იპოვეს ჩემი ვერცერთი ფოტო სხვა მამაკაცთან ერთად და ჩემი ძმის ფოტო გამოიყენეს, რათა ეთქვათ, თითქოს ვიღაც რეპერს ვხვდებოდი" - ილია თოფურიას ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ
2026 წელი მსოფლიო ჩემპიონისთვის, ილია თოფურიასთვის და მისი მეუღლისთვის - ვენესუელელი ბიზნესლედისა და მოდელის, ჯორჯინა უზკატეგუისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. წყვილი, რომლის სიყვარულის ისტორიაც საზოგადოებას იდეალურად მიაჩნდა, მოულოდნელად დაშორდა.
მაშინ ცნობილმა მებრძოლმა მოკლე კომენტარით განმარტა, რომ მათ პროფესიული გზები გაიყვეს, რადგან ჯორჯინას დიდი კარიერული ამბიციები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ის განახლებადი ენერგიის მსხვილი კომპანიის, Future & Energy-ის აღმასრულებელი დირექტორია (CEO). თუმცა, თავად ჯორჯინა ამ დრომდე სრულ დუმილს ინარჩუნებდა.
თვეების განმავლობაში მიმდინარე მედია სკანდალის, გაუთავებელი ჭორებისა და სოციალურ ქსელებში ატეხილი აურზაურის შემდეგ, მან პირველი ვრცელი ინტერვიუ ესპანეთში, ჟურნალისტ ნურ ბენ იესეფის პოდკასტში ('Acento Noor') მისცა. ჯორჯინამ ღიად ისაუბრა დაშორების რეალურ მიზეზებზე, პირად ტკივილზე, მედიის მხრიდან ატეხილ ციფრულ დევნასა და იმაზე, თუ როგორ ცდილობს საზოგადოება წარმატებული ქალის იდენტობა მხოლოდ მისი ყოფილი ქმრის სახელით შემოფარგლოს.
"ამოსავალი წერტილი საკუთარი თავის გადარჩენაა“
ინტერვიუში ჯორჯინამ პირდაპირ და გულახდილად უპასუხა კითხვებს ილია თოფურიასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ. მან აღიარა, რომ დაშორება მისთვის უკიდურესად მტკივნეული და გულსატკენი პროცესი იყო, თუმცა -აუცილებელი.
"ზოგჯერ შეცდომით გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად ურთიერთობის შენარჩუნებას და გვერდით დარჩენას ნიშნავს. მაგრამ ხანდახან ყველაზე რთული და, ამავდროულად, ყველაზე მოსიყვარულე ნაბიჯი სწორედ უკან დახევაა. ეს საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს, პირისპირ შეხვდეს საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს.



